skip to content
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვერ გახდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ბრიუსელში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კენჭისყრაში წარმატებას ვერ მიაღწია. მისი ჩათვლით 5 პრეტენდენტს შორის ასამბლეის პრეზიდენტი შვედეთის წარმომადგენელი გორან ლენმარკერი გახდა.


“ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგად წარმოადგინა საქართველოს დელეგაციამ თავი, ვფიქრობს ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


საქართველოს დელეგაციის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის პერიოდში რუსეთის დელეგაციამ იმუშავა.


“როცა თავს უფლებას აძლევ დიდ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობა იქონიო, ბუნებრივია ჩვენ ნინო ბურჯანაძეს მხარს არ დავუჭერდით“, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს“ რუსეთის სათათბიროს ვიცე–სპიკერმა ლუბოვ სლისკამ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button