skip to content
ახალი ამბები

თბილისი გმობს სეპარატისტი სპიკერების შეხვედრას მოსკოვში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო 4 ივლისს თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის პარლამენტების თავმჯდომარეთა შეხვედრა მოსკოვში და პროტესტი გამოთქვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის და პარლამენტარების შეხვედრაში მონაწილეობის გამო. 


საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, რუს პარლამენტართა „პროსეპარატისტულმა რიტორიკამ“ კიდევ ერთხელ აღძრა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა „მხოლოდ დეკლარატიულ ხასიათს ატარებს და არაფერი აქვს საერთო საქართველოს მიმართ რეალურად წარმოებულ პოლიტიკურ კურსთან“.


„მსგავსი ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია ცივილიზებულ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, ვინაიდან ამგვარი ქმედებები ჩიხში აქცევენ სამშვიდობო პროცესებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.



 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button