
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო: ცხინვალი ფორთიფიკაციულ-საინჟინრო ნაგებობებს აშენებს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მილიციამ სანგრები და მიწისქვეშა ბლინდაჟები ამოთხარა სოფლების დმენისისა და კოხათის მიდამოებში, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 30 ივნისს.
სამინისტროს ცნობით, ოსურმა მხარემ “უკანონო” ფორთიფიკაციულ-საინჟინრო სამუშაოები კონფლიქტის ზონაში 15–20 ივნისის განმავლობაში აწარმოა.