skip to content
ახალი ამბები

ალასანია: მაღალი დონის შეხვედრა “ფრთხილი ოპტიმიზმის“ საფუძველია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ 9 ივნისს განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 13 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას “ფრთხილი ოპტიმიზმით“ ელის.


ალასანიამ პარლამენტარებს აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.


ცოტა ხნის წინ ის მოსკოვს სტუმრობდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან გამართა მოლაპარაკებები.


ალასანიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან ბოლო დროს გამართული კონსულტაციებიდან გამომდინარე, იგი არ მიიჩნევს, რომ რუსეთი მზად არის კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს კონფლიქტების მოგვარებაში.


“მხოლოდ მაღალი დონის შეხვედრა შექმნის დადებით იმპულსს კონფლიქტების მოგვარების პროცესში“, – განაცხადა მან.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button