ახალი ამბები

სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ დღეს ფოთში საზღვაო ძალების ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ოგანესიანი დააკავა.


სამხედრო პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების, რომლის ღირებულება დაახლოებით 100 ათას ლარს შეადგენს, მითვისება და შემდგომ რეალიზება.

Back to top button