ახალი ამბები

სახელმწიფო ენერგოკომპანიები ერთიანდება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სამი სახელმწიფო კომპანია – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია და საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანია “საქნავთობი“ – ერთ კორპორაციად გაერთიანდება, იტყობინება ქართული მედია.


ამ გაერთიანების მიზეზად ეკონომიკის სამინისტრომ სამივე კომპანიის ეფექტურობის ზრდის საჭიროება დაასახელა.


საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია ქვეყნის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ძირითადად საქართველოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირების საკითხებზე მუშაობს. საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანია “საქნავთობის“ ფუნქციებში კი ნავთობის და გაზის მოპოვება, ექსპლოატაცია, გადამუშავება და გაყიდვა შედის.

Back to top button