ახალი ამბები

საქართველო შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარების წინადადებით გამოდის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წარმომადგენლებს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის თბილისში ჩატარება შესთავაზა.


“წერილი ამ წინადადებით [შსკ-ს თანათავმჯდომარეებს] 22 თებერვალს გავუგზავნე. პასუხი ჯერ არ მიმიღია. შემდეგ კიდევ ერთი წერილი გავაგზავნე 1 მარტს, თუმცა ბორის ჩოჩიევმა [თანათავმჯდომარე სამხრეთ ოსეთის მხრიდან] უარით მიპასუხა“, – განუცხადა დღეს ხაინდრავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.

Back to top button