We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სამი თურქული გემის კაპიტნებს პატიმრობა შეუფარდეს

ფოთის საქალაქო სასამართლომ 28 თებერვალს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა თურქული დროშით მცურავი გემების: “კაპიტან ბეზნათის“, “სევერ–2“ და “ჰილმი–53“ კაპიტნებს.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გემები აფხაზეთის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში 25 თებერვალს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ნაოსნობის წესების დარღვევისა და უკანონო თევზრეწვის ფაქტზე დააკავეს ქართველმა მესაზღვრეებმა.

Back to top button