
ახალი ამბები
გალი-ზუგდიდის მიმართულებით უფასო ავტობუსი იმოძრავებს
1 მარტიდან გალი-ზუგდიდის მიმართულებით უფასო ავტობუსი იმოძრავებს.
საწყის ეტაპზე პროექტს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია დააფინანსებს. გერმანიის მთავრობამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა დააფინანსოს პროექტი, რათა ის მომავალშიც გაგრძელდეს, იტყობინება გაეროს დამკვირვებელთა მისია.
ავტობუსის პირველ მგზავრთა შორის იყო გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი. ავტობუსი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ივლის გალიდან ზუგდიდში და პირიქით.