skip to content
ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი რუსეთის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს

ბრიუსელში 25 იანვარს ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი თავის ენერგორესურსებს „პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებად“ იყენებს, იტყობინება „როიტერი“.


„რუსეთს სურს გამოიყენოს თავისი შეუზღუდავი მონოპოლისტური ძალაუფლება, მუდმივად იყენებს რა თავის ენერგორესურსებს პოლიტიკური ზეგავლენის იარაღად“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.  


„ეს მონოპოლისტური და უპრინციპო პოზიცია, რომლის დროსაც ისინი საერთაშორისო სამართლებლივი ჩარჩოების დაცვის გარეშე მტკიცე ძალაუფლებას იყენებენ, ვერ შეუწყობს ხელს რუსეთის, როგორც სანდო ენერგომომწოდებლის როლის ზრდას“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button