We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

გალის რაიონში აფხაზურმა მილიციამ 17 ახალგაზრდა დააკავა

გალის რაიონის, სოფელ ოქუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის მილიციამ  აფხაზეთის ჯარში სამსახურისგან თავის არიდების გამო 17 ქართველი ახალგაზრდა დააკავა და სოხუმში გადაიყვანა.


გალის რაიონის გამგებლის მოადგილის თორნიკე კილანავას განცხადებით, აყვანის ოპერაციის დროს სოფელი მთლიანად ბლოკირებული იყო.


“ახალგაზრდები წაიყვანეს ძალით, მათი ბედი გაურკვეველია“, – განუცხადა ჟურნალისტებს 14 დეკემბერს თორნიკე კილანავამ.

This post is also available in: English Русский

Back to top button