skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ეუთოს მინისტერიალს ესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გაემგზვარა, სადაც 5-6 დეკემბერს ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-13 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეები განიხილავენ ეუთო-ს რეფორმირების საკითხს, იმსჯელებენ “გაყინული“ კონფლიქტების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე.


ასევე იგეგმება გელა ბეჟუაშვილის ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან ასელბორნთან; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან ალცი ლ. ჰასტინგთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში როლფ ეკეუსთან; რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან; აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან  ნიკოლას ბერნსთან; სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button