skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: კონფლიქტის ზონებში არსებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში ყველა კანონდარღვევაზე, ადამიანთა უფლებების შელახვის ფაქტებზე სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება. მისი თქმით, სამინისტროში იმუშავებს ჯგუფი, რომელიც ორიენტირებული იქნება კონფლიქტის ზონებზე.


“კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტს ჩვენ მივცემთ შესაბამის შეფასებას“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გელა ბეჟუაშვილმა. 


საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგებარი უწოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების თბილისის სამოქმედო გეგმაზე რუსეთის ნეგატიურ შეფასებებს.

“ჩვენ შევძლებთ საერთაშიროს თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოვახდინოთ უნდა ეს რუსეთის ფედერაციას თუ არ… არავინ არ აკნინებს რუსეთის როლს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. ჩვენ [საქართველოს ხელისუფლება] უბრალოდ ვითხოვთ, რომ რუსეთის როლი იყოს პოზიტიური და ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button