ახალი ამბები

ბურჯანაძე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისთვის, რომელიც ურაინაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე გაკეთებული განცხადებები.


“თუ ქალბატონი მინისტრი თვლიდა, რომ [ქვეყანაში] ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა, ასეთი საშინელი პარლამენტია, რომელიც ანგრევს ქვეყანას  და დასაშლელია, ამის თაობაზე განცხადება მას [ზურაბიშვილს] ან  მანამ უნდა გაეკეთებინა, სანამ გადადგებოდა ან ადრე უნდა წასულიყო ამ გუნდიდან… მაგრამ მე ნაკელბად მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც კრიტიკას მას შემდეგ იწყებენ, რაც მათ სავარძელი გამოეცლებათ“, – განუცხადა ჟურნალისტებს 19 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან კრიტიკის და თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი “ლამის ოპოზიციურ მოძრაობას იწყებს… მაინტერესებს, ხალხი პოზიციაში ან ოპოზიციაში იმის მიხედვით არიან თანამდებობა ექნებათ თუ არა?“.

ბურჯანაძე ქვეყნისათვის იმ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებაზე საუბრობს, რისი იმედებიც ხელისუფლებას ზურაბიშვილის საგარეო უწყების ხელმძღვანელად დანიშვნის დროს ჰქონდა.


“ვერ გამოვიყენეთ შესაძლებლობები, განსაკუთრებით ევროპასთან მიმართებაში, რომელიც ამ დანიშვნის დროს გვქონდა“, – აცხადებს ბურჯანაძე.


პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად აქტიურად მოითხოვდა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button