ახალი ამბები

ხაინდრავამ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თაობაზე სამუშაო ვიზიტები დაიწყო

10 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხები გიორგი ხაინდრავა, რომელიც ამავდროულად მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის საკითხთა შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობს,  სამუშაო ვიზიტად აზერბაიჯანში, რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთში გაემგზავრა.


იგი შეხვდება მაჰმადიანი მესხების და ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და განიხილავს გადასახლებული მოსახლეობის რეპატრიაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიზიტი 16 ოქტომბერს დასრულდება.


1999 წელს საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას იკისრა ვალდებულება საბჭოთა რეჟიმის მიერ 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თაობაზე, რაც 2012 წლამდე უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button