
ოფიციალური თბილისი აფხაზებს შერიგებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 27 სექტემბერს შერიგებისა და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე გააკეთეს განცხადებები.
ისინი აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულ მეომართა მემორიალთან გამოვიდნენ სიტყვით, სადაც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა.
“ეს არ არის საქართველოს დამარცხების დღე; ქართველებიც და აფხაზებიც პროვოკაციის მსხვერპლნი გავხდით… დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით და ჩვენ აფხაზ ძმებთან ერთად მშვიდობიანად ვიცხოვრებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“მშვიდობისა და შერიგების გზა მარტივი არ არის, მაგრამ შერიგება ერთადერთი გზაა გახლეჩილი სხეულის გასაერთიანებლად“, – განაცხადა გიორგი ხაინდარავამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)