ახალი ამბები

სააკაშვილი ცსკ-ს თავმჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი 19 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარეს გია ქავთარაძეს შეხვდა და 1 ოქტომბერს საქართველოს ხუთ საარჩევნო ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის მზადების საკითხი განიხილა.


შეხვედრის დროს სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალი და
სამართლიანი უნდა იყოს, თან აქვე დასძინა, რომ უნდა გამოირიცხოს კანდიდატების მიერ სახელმწიფო რესურსების გამოყენება, იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.


“მე ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფები. ერთის მხრივ, მე პოლიტიკური პარტიის [ნაციონალური მოძრაობის] ლიდერი ვარ და რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ, რომ ამ პარტიამ რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში. მეორე მხრივ, მე მივესალმები ოპოზიციის კოორდინაციას [იგი ცოტა ხნის წინ ჩატარებულ პრაიმერს გულისხმობდა]. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა [ოპოზიციურ პარტიებს შორის]
საშუალებას მოგვცემს მეტი პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია შევქმნათ”, – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button