skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: სამცხე-ჯავახეთის იზოლაციას ბოლო უნდა მოეღოს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკის მიზანია “ბოლო მოეღოს რეგიონის იზოლაციას“.


“ეს რეგიონი აბოლუტურად დავიწყებული იყო. მაგრამ შეხედეთ ეხლა რამდენი რამ ხდება… ჩვენ ვაშენებთ ახალ გზას ნინოწმინდაში [სამცხე-ჯავახეთის რეგიონი] … 2,000 რუსი ჯარისკაცი მიდის [ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან]. ამ ჯარისკაცებს [სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით] მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ამარაგებდა და ახალა მხოლოდ ეს რეგიონი მოამარაგებს საქართველოს 20 000 სამხედრო მოსამსახურეს [სასოფლო-სამეურნეო] პროდუქტებით. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ რეგიონის იზოლაციას“, განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ განძაში ახალი სკოლის გახსნის ცერემონიის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button