skip to content
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე აშშ–ში მიემგზავრება

6 სექტმბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამდღიანი ვიზიტით ნიუ იორკში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში იმართება. სამიტის ფორმატში ასევე იგეგმება სუამის ქვეყნების პარლამენტის სპიკერთა ოფიციალური შეხვედრა.


ნინო ბურჯანაძე გაეროს საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვა, სადაც საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე ისაუბრებს.


ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ბალტიის რეგიონის პარლამენტების სპიკერთა შეხვედრას წარუძღვება.


საქართველოს პარლამენტის თამჯდომარის პრესსამსახურის ცნობით,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს რუსეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის, თურქეთის, იტალიის, ესტონეთის, უკრაინის, ისრაელის, საბერძნეთის, კანადის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან და ევროპის საბჭოს საპრლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button