skip to content
ახალი ამბები

მეცნიერბათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი ჯანაშიას ინფორმაციით თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულია  მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდნეტი გოგი ბოჭორიშვილი.
 
გოგი ბოჭორიშვილს ბრალად ედება თბილისში, სპორტის სასახლესთან  ორი ჰექტარი მიწის ნაკვეეთის უკანონოდ იჯარით გაცემაში
 
გიორგი ჯანაშიამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2001 წელს მეცნიერებათა აკადემიამ ხელშეკრულება კერძო სამშენებლო კომპანია „ამხანოგაბასთან“ გააფორმა ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე, რაც უკანონობაა.
 
გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, მიწის ნაკვეთების გასხვისება საწარმოთა მართვის სააგენტოს პრეროგატივაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button