ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა მოსკოვს პროტესტის წერილს უგზავნის

ქართული მხარე პროტესტს გამოთქვამს მოსკოვის მთავრობის მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის დაახლოებით 2,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ ტვირთის გაგზავნის გამო, რომელშიც მრავლადაა სამხედრო დანიშნულების ნივთები.


სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ საქმეთა ელჩს ვალერი კენიაკინს და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხვა თანათავმჯდომარეებს საპროტესტო წერილით მიმართავს.


“სამხედრო მანქანები, საველე სამზარეულო, კარვები, სპეცტანსაცმელი…. ჩამონათვალი შეუძლებელია მივაკუთვნოთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ტვირთს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჰუმანიტარული დახმარების საბაბით რუსული მხარე აძლიერებს სეპარატისტული რეგიონის სამხედრო პოტენციალს“, ნათქვამია 3 ივნისს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამასთნ, წერილში აღნიშნულია, რომ ქართული მხარე მიესალმება რუსეთის სურვილს დაეხმაროს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების ნივთებით, თუმცა “არა სამხედრო აღჭურვილობით“.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button