skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი მიესალმება თბილისის პირობას არ განათავსოს უცხო ქვეყნის ჯარები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 25 მაისს გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო არ გეგმავს მესამე ქვეყნის ჯარები თავის ტერიტორიაზე განათავსოს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმეორებს, რომ თბილისმა ეს პოზიცია იურიდიულად, სავალდებულო დოკუმენტში უნდა დააფიქსიროს.


“მივესალმებით [პრეზიდენტ სააკაშვილის] ამ განცხადებას. ეს ასახავს ასევე რუსეთის ფედერაციის პოზიციასაც … საჭიროა ამ პოზიციის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტში დაფიქსირება“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 26 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.    


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button