ახალი ამბები

თბილისის მერი განკერძოებული მიწის ფართობების უკან დაბრუნების ინიციატივით გამოდის

თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი ინიციტივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც 2000–2003 წლებში დედაქალაქში გაყიდული 300 ათასი მიწის ფართობები კვლავ მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდეს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია ის პროცედურები, რომელითაც 50 მილიონი ლარის საბაზრო ღირებულების მქონე მიწის ფართობები 7,5 მილიონ ლარად ჩაიგდეს ხელში კერძო მესაკუთრეებმა, “რომელთა უკან სახელმწიფო მოხელეები იდგნენ“.


ჭიაბერაშვილის განმარტებით, ძირითადად, საუბარია საზოგადოებრივი სარგლებლობის მიწებზე, მტკვრის კალაპოტზე, ტროტუარებზე და ა.შ.


მერის განცხადებით, მიწის ფართობების თითოეულ სადაო საქმეზე გაიმართება ადმინისტრაციული წესით განხილვა. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც გენერალური ინსპექცია შეისწავლის თითოეულ საქმეს, მას შეეძლება მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით ყოფილი მერისა და პრემიერის მიერ გამოცემული განკარგულებების გაუქმება.

ამასთან, “ეს პროცესი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანომდებლობასთან“, დასძენს ჭიაბერაშვილი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button