ახალი ამბები

ქართველი სამხედროები ერაყში მიემგზავრებიან

მე-11 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 300 სამხედრო მოსამსახურე დღეს სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში ერაყში გაემგზავრება.


აღნიშნული ბატალიონი ერაყში კომანდოს ბატალიონს ჩაანაცვლებს და სამშვიდობო მისიას  ქალაქ ბაქუბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეასრულებს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სამხედროთა ძირითადი ამოცანა სამხედრო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, საკონტროლო პუნქტებზე შემოწმების განხორციელება და პატრულირება იქნება. სამშვიდობო კონტიგენტი საქართველოში ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდება.


ამ დროისთვის ერაყში 900-მდე ქართველი სამხედრო იმყოფება, რომლებიც კოალიციის ჯარებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button