ახალი ამბები

უზბეკეთი ოფიციალურად ტოვებს სუუამს

უზბეკეთმა 5 მაისს ოფიციალურად განაცხადა სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) დატოვების შესახებ. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს.


უზბეკეთის ხელისუფლებამ ოფიციალური შეტყობინება უკვე გაუგზავნა მოლდოვას პრეზიდენტს ვლადიმერ ვორონინს, როგორც ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარეს.


უზბეკეთი სუუამს, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, 1999 წელს შეუერთდა. თუმცა, 2002 წელს უზბეკეთმა განაცხადა, რომ იგი ორგანიზაციის დატოვებას გეგმავს. ამ განცხადების შემდეგ, უზბეკეთი სუუამის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრას იგნორირებას უკეთებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button