ახალი ამბები

ხუთ რაიონულ სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლო ცვლის

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 5 მაისს თბილისის ხუთი რაიონული სასამართლო (მთაწმინდა-კრწანისი, გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღურეთი, ვაკე-საბურთალო, ისანი-სამგორი) გაუქმდა და მათ ნაცვლად შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც 50 მოსამართლეა წარმოდგენილი.


უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქალაქო სასამართლოში შეიქმნა სპეციალიზირებული სასამართლო კოლეგიები – სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები.


რეფორმის შესაბამისად, პირველი ინსტანციის საქმეებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება საოლქო (სააპელაციო) სასამართლოში იქნება შესაძლებელი. უზენაეს სასამართლოში კი მხოლოდ კასაციის წესით მოხდება საქმეთა განხილვა.    


რეფორმები იგეგმება ასევე რეგიონებშიც, სადაც რაიონული სასამართლოების გამსხვილება მოხდება.


 

მსგავსი/Related

Back to top button