We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პრეზიდენტი ეროვნულ უმცირესობებს ორმაგ მოქალაქეობას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზად არის მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა ქართველების გარდა, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებსაც, “მათი სურვილის მიხედვით“.


“ყველას ვინც ადრე ცხოვრობდა აქ [საქართველოში] შეუძლია მიიღოს ორმაგი მოქალაქეობა.  ჩვენ ვართ მრავალეროვანი, ტოლერანტული, მრავალრელიგიური ქვეყანა“, განაცხადა 3 მაისს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, მუშავდება უმცირესობათა ინტეგრაციის პროექტი და იქმნება სკოლები, მათთვის ქართული ენის შესასწავლად.


“მათ [ეროვნულ უმცირესობებს] უნდა ესმოდეთ, რომ ქართულ სახელმწიფო აპარტში მათთვისაც არის ადგილი“, დასძინა პრეზიდენტმა.


 

Back to top button