ახალი ამბები

საქართველო ცალკეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას აპირებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, საქართველო აპირებს ცალმხრივად გაამარტივოს სავიზო რეჟიმები აშშ–სთან, კანადასთან, იაპონიასთან, ისრაელთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.  ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს.


“ეს იქნება საქართველოს კეთილი ნების გამოხატულება ამ ქვეყნების  მოქალაქეების მიმართ“, განაცხადა 13 აპრილს კახა სიხარულიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, რომელზეც სავიზო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button