აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი: ჩვენი ოფიცრები რუსეთში გადიან წვრთნას
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა განაცხადა, რომ აფხაზეთის არმიის დაბალი და საშუალო რანგის ოფიცრები რეგულარულად იგზავნებიან რუსეთში 2-3 თვიანი წვრთნის გასავლელად რუსული პროგრამა „ვისტრელის“ ფარგლებში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი”.
მისი თქმით, აფხაზეთის ყველა მაცხოვრებელმა , მათ შორის გალის რაიონის ქართველმა მოსახლეობამ, უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური. „ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. კანონის დაცვა ყველასთვის აუცილებელი: თუკი მოქალაქე ხარ, იმსახურე კიდეც [არმიაში]“, განაცხადა სოსნალიევმა. მან აქვე დასძინა, რომ სამინისტრო განაგრძობს რეზერვისტთა მომზადებისა და მზადყოფნის გაძლიერებას. სოსნალიევის თქმით, იგი გეგმავს თავისი თანამებრძოლები მოიზიდოს აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში.
ყაბარდოელ სოსნალიევს აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 1992-93 წლებშიც ეკავა, ქართული-აფხაზური კონფლიქტის დროს. მის თანამებრძოლებს შორის იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც კონფლიქტის დროს აფხაზეთის მხარეზე იბრძოდნენ.
სოსნალიევმა ასევე აღნიშნა, რომ იგი გეგმავს მთლიანი შეიარაღებული ძალების, მათ შორის საზღვაო ფლოტისა და საჰაერო ძალების, გაძლიერებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)