ახალი ამბები

ტალიავინმა და ლოშჩინინმა ქართულ–აფხაზური დიალოგის საკითხი განიხილეს

საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი 16 მარტს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს შეხვდა, იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.


შეხვედრაზე განიხილეს ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების განახლების საკითხი, რომელიც ჟენევის ფორმატში აპრილში იგეგმება და რომელშიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის[საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს] წარმომადგენლებიც მიღებენ მონაწილეობას.


ჟენევაში ბოლო შეხვედრა გასული წლის დეკემბერში გაიმართა, თუმცა მას თვითგამოცხადებულ აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო არც ქართული და არც აფხაზური მხარეები არ დასწრებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button