ახალი ამბები

ჟვანიამ საგარეო უწყებას აფხაზურ არჩევნებში რუსეთის აქტიურობის გაპროტესტება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე პროტესტი გამოთქვა თვითგამოცხადებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით რუსეთის ოფიციალური პირების მონაწილეობის გამო და საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს ამ ფაქტზე რეაგირება დაავალა.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, “აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი პოლიტიკოსების თავგასული ქმედებები საგანგაშო ფორმებს იღებს” და  ქართული მხრიდან ადექვატური შეფასებები უნდა გაკეთდეს. 
 
12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება რუსეთის სათათბიროს დეპუტატების დელეგაცია ვიცე-სპიკერის სერგეი ბაბურინის ხელმძღვანელობით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button