ახალი ამბები

აფხაზეთის მიმდებარე ქართული სოფლების დაცვაზე “ელიტარული ნაწილები” იზრუნებენ

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ქართული “შეირაღებული ძალების ყველაზე ელიტარული ნაწილები” იზრუნებენ.


ჟვანიას თქმით, “ცხვირში მოხვდება ყველას”,  ვინც ქართული მოსახლეობის შევიწროვებას გაბედავს.
 
“ნურავის ნუ აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიწყებს მარჩიელობას თუ რომელი ჯგუფია დამნაშავე, ეს თავად არკვიონ, ჩვენ კი საპასუხო ზომებს მივიღებთ”,  განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გიგი უგულავამ დამატებითი პოლიციური საგუშაგოების გახსნის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 11 იანვარს შეიარაღებულმა ჯგუფმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურიდან 11 ქართველი ადგილობრივი მოსახლე გაიტაცა. სოფელი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button