ახალი ამბები

სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაახლებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ აფხაზური მხარე თბილისთან მოლაპარაკებებს აფხაზეთში 12 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაახლებს.


“საქართველოსთან მოლაპარაკებები განახლდება, მიუხედავად იმისა, სცნობს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ მთელი რიგი პრობლემებით“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.



 

მსგავსი/Related

Back to top button