ახალი ამბები

სააკაშვილი: უკრაინის სწორი არჩევანი საქართველოზე დადებითად იმოქმედებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში 26 დეკემბერს დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ “უკრაინის სწორი არჩევანი“ საქართველოზე დადებით გავლენას მოახდენს.


“უკრაინის გამარჯვება და სწორი არჩევანი ჩვენი გაძლიერებაც იქნება“,  განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 25 დეკემბერს.


“მე ვთხოვე [საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის] კათალიკოს-პატრიარქს [ილია II] ილოცოს უკრაინელი ხალხისათვის“, დასძინა მან.


პრეზიდენტ სააკაშვილს არასდროს დაუმალავს უკრაინის ოპოზიციის ლიდერის ვიქტორ იუშჩენკოს მიმართ თავისი სიმპათიები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button