ახალი ამბები

რუსეთი პანკისში “ვაჰაბიზმის საფრთხეზე“ საუბრობს

ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის განცხადებით, პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის გავლენა იზრდება.


პანკისის ხეობა წლების განმავლობაში ჩეჩენ მებრძოლთა უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, 2002-2003 წლებში ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად იქ შეიარაღებული მებრძოლები აღარ იმყოფებიან.


საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის წარმომადგენლის ილია შაბალკინის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „”ვაჰაბიზმის ე.წ. მიმდევრებმა ადგილობრივ მოსახლეობში აგრესიული პროპაგანდა დაიწყეს“ პანკისის ხეობაში.


“ვაჰაბიზმის დანერგვის მიზნით მოსახლეობის დაშინების მეთოდი გამოიყენება პანკისში“, დასძენს შაბალკინი.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button