ახალი ამბები

რუსეთი თბილისის ბრალდებებს “უსაფუძვლოს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა ქართული მხარის ბრალდებებს მოსკოვის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის თაობაზე “უსაფუძვლო“ უწოდა, აცხადებს “რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. 


განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულ მხარეს არ შეუძლია არ გაამახვილოს ყურადღება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, “რადგანაც იქ ათიათასობით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს“.
 
“რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, საჭიროა კანონის დაცვით სიტუაციის ნორმალიზება. ამას  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მიზნით მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს“, ნათქვამია განცხადებაში.


12 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც “რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომა მიიღოს აფხაზეთში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში“.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button