
ახალი ამბები
ქართული მხარე დესტაბილიზაციის მოწყობის შესახებ აფხაზების ბრალდებას უარყოფს
ქართული მხარე უარყოფს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 ოქტომბერს აფხაზეთის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით რეგიონის საზღვართან ქართული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავს ბრალდებას აფხაზების მხრიდან სისტემატიური ხასიათი აქვს და იგი რეალობას მოკლებულია. “არანაირი დამატებითი ძალების მობილიზება და კოდორის ხეობაში გადაყვანა არ მომხდარა“, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროში.
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ტარდება.