skip to content
ახალი ამბები

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ “RE-აქცია“ განახლდა

დღეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია სახელწოდებით “RE-აქცია“ განახლდა, რომელიც სექტემბერში სოხუმი-მოსკოვის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.
 
“RE-აქციის” მონაწილეები, რომელშიც სტუდენტებიც არიან ჩართულნი, “სოხუმი-მოსკოვის“ აბრით იმპროვიზირებული მატარებლით თბილისის ქუჩების შემოვლის შემდეგ გაჩერებას რუსეთის საელჩოსთან გეგმავენ.
 
“ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს რუსეთის მედიაში საქართველოს საწინააღმდეგო რიტორიკა“, განაცხადა დღეს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა მაჭარაშვილმა.
 
“RE-აქციის“ ორგანიზატორების მოთხოვნა – საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების და კონფლიქტის ზონებიდან [აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი] რუსი სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ, რომელსაც  17-18 აგვისტოს  რუსეთის საელჩოს შენობას აქციის მონაწილეები პროექტორის მეშვეობით სხვა ლოზუნგებთან ერთად ანათებდნენ, ძალაში რჩება.


 

Back to top button