ახალი ამბები

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა იმართება

დღეს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა.
 
სხდომაზე განხილული იქნება ქვეყანაში არსებული შიდა კონფლიქტების მოწესრიგების, რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ურთიერთობების და ევროპასთან სამეზობლო პოლიტიკის საკითხები.
 
ასევე საქართველოში მიმდინარე რეფორმები, დონორთა კონფერენციის შედეგები და ევროკომისიის დახმარების პროგრამები, ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება.
 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და სხვა ოფიციალური პირები.
 

მსგავსი/Related

Back to top button