skip to content
ახალი ამბები

სოხუმსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

მიუხედავად ოფიციალური თბილისის პროტესტისა, დღეს რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაა დაგეგმილი.


საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის, თუმცა სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის დეზინტეგრაციის შემდეგ შეჩერდა.


“რკინიგზის აღდგენა ნიშნავს ყველა არსებული საერთაშორისო თუ ორმხრივი ხელშეკრულებების დარღვევას. ეს არის უპატივცემულობა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 10 სექტემბერს.


ქართული მხარე თანახმაა განაახლოს რკინიგზის მუშაობა, იმ პირობით, თუ  ქართველი დევნილები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაბრუნდებიან.   

Back to top button