skip to content
ახალი ამბები

სოხუმი თბილისს საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე მიხეილ ტარბა ქართულ სპეცსამსახურებს რეგიონში საბოტაჟისა და ტერორისტული აქტების მომზადებაში ადანაშაულებს.
 
“ქართული სპეცსამსახურები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას და რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავენ მიზნად“, იტყობინება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ ტარბას სიტყვებზე დაყრდნობით.
 
“საპრეზიდენტო კანდიდატების სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. ჩვენ უკვე შევნიშნეთ ქართული დივერსიული ჯგუფები გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში“, დასძინა ტარბამ.
 
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი, 6 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.


 

მსგავსი/Related

Back to top button