skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: ქართული სპეცსამსახურები სამხრეთ ოსეთის ბესლანის ტრაგედიასთან შესაძლო კავშირს ამოწმებენ

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართული სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბესლანში ნაწილი ტერორისტებისა სამხრეთ ოსეთიდან მოხვდნენ.


“დაზუსტებით ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მიმართულებით ბოევიკების შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული სპეცსამსახურები ამოწმებენ”, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.

ქართულმა ტელეკომპანია “მზემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ის ავტომანქანა, რომელიც ტერორისტული აქტის მონაწილეებმა გამოიყენეს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ სანომრე ნიშნებს ატარებდა.

Back to top button