ახალი ამბები

საქართველოში ეუთოს ელჩების ვიზიტი იგეგმება

ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებისგან შემდგარი დელეგაცია 5 სექტემბერს ხუთდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. 


დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. დაგეგმილია ასევე დელეგაციის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში.


ეუთოს ელჩების ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ვენაში 18 აგვისტოს გამართული ვიზიტის დროს დაიგეგმა, რომლის დროსაც მინისტრმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე სამხრეთ ოსეთის შესახებ მოხსენება გააკეთა.   

მსგავსი/Related

Back to top button