ახალი ამბები

თბილისი ცხინვალს კონფლიქტის ზონიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანას სთავაზობს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ თუ სამი დღის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეწყდება სროლები ქართული მხარე დიდი ლიახვის ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელ შემოვლთ გზებზე განლაგებული ქართველი ჯარისკაცების 30%-ს გამოიყვანს.
 
მისი თქმით თუ სიმშვიდე სამი დღის შემდეგაც გაგრძელდება მაშინ ქართული მხარე შემოვლით გზებზე დარჩენილი ჯარისკაცების 1/3–საც გამოიყვანს.


„მაგრამ ინტენსიური სროლების და დაბომბვების გაგრძელების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ დამატებითი ძალების მობილიზებას“ – განაცხადა 16 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
მისი თქმით, სროლების შეწყვეტის შემთხვევაში ჯარების ნაწილის კონფლიქტის ზონიდან გამოყვანის საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთან არის შეთანხმებული.

მსგავსი/Related

Back to top button