skip to content
ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოგანმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან 11 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„თურქეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებში. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა რეჯებ ერდოგანმა.


მისი თქმით, თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, საქართველოს რეკომენდაციებს გაუწევს ნატოში გაეწვრიანებასთან დაკავშირებით. „ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხების მოგვარების შემდეგ ჩვენ ნატოში წავრსდგებით როგორც ელჩი ქვეყანა, რათა მოხდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია“ – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.


მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების დროს გამოითქვა მოსაზრება საქართველო-თურქეთს შორის მესამე სასაზღვრო გამშვები პუნქტის ყარსი (თურქეთის ტერიტორია)-კარწახის გახსნა, რისი დაფინანსების სურვილიც რეჯებ ერდოგანმა პირადად გამოთქვა.


ასევე დაიწყება 8 წლის განმავლობაში შეჩერებული ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობაც.


პარალელურად, თურქი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან. დღესვე საქართველოს პრეზიდენტის თანხლებით თურქეთის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება საინვესტიციო გარემოს გასაცნობად.


მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს თურქეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტს და მზადყოფნას გამოხატავს თანამშრომლობისთვის. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button