ახალი ამბები

უკრაინის სახით საქართველოს ელექტროენერგიის ალტერნატიული მომწოდებელი გამოუჩნდა

საქართველოს პრემიერ-მინიტრის ზურაბ ჟვანიას სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო იალტაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, 1 აგვისტოს დასრულდა.


გარდა ორმხრივი სამთავრობათშორისი თანამშრომლობის საკითხებისა, საქართველოსა და უკრაინის მთავრობათა ორმხივ შეხვდრებზე განიხილებოდა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. კერძოდ, ზურაბ ჟვანიასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კონსტანტინე გრიშჩენკოს შეხვერდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა უკრაინამ საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს. 


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინიტრი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, სადაც განხილული იქნა ორმხრივი და სუუამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ ჟვანია ასევე შეხვდა მის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იანუკოვიჩს და მთვარობის სხვა წარმომადგენლებს.


ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდენენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მთავრობათაშორისი მორიგი სხდომა შემოდგომაზე გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button