skip to content
ახალი ამბები

ეუთოს წარმომადგენელი პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ჟელიუ ჟელევი საქართველოში ვიზიტის დროს 26 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.


მოლაპარაკებების დროს მხარეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია განიხილეს.


პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა ეუთოს როკის გვირაბზე მონიტორინგი განახორციელოს, ასევე გაზარდოს ეუთოს მისიის წარმომადგენლობა კონფლიქტის ზონაში. “მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ვენაში რუსეთმა ეუთოს დამკვირვებელთა ცხინვალის რეგიონიდან საერთოდ გამოწვევის საკითხი დააყენა”, დასძინა ნინო ბურჯანაძემ.


მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როკის გვირაბის მონიტორინგს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი რეგიონში უკანონო იარაღისა და კონტრაბანდული საქონლის შემოტანის აღკვეთა. 


დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მოხსენება ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე, რომელიც 29 ივლისს ვენაში გაიმართება.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button