skip to content
ახალი ამბები

გივი თარგამაძე ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება

ქართული მედიის ცნობით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც იგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავს. 


ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ვლადიკავკაზში გამართულ მოლაპარაკებებზე გივი თარგამაძე  ცხინვალის რეგიონში იარაღის შეტანის საკითხს დააყენებს, რომელიც კონფლიქტის ზონაში 20 ივლისს როკის გვირაბის გავლით მოხვდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button