ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ოთხი ქართველი დაიჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ღამით მომხდარი სროლების შედეგად საქართველოს შინაგანი ჯარის სამი მოსამსახურე და ერთი პოლიციელი დაიჭრა.


8 ივლისს ასევე დაიჭრა სამი ქართველი ჯარისკაცი კონფლიქტის ზონაში ქართულ სოფლებს, ქურთასა და თამარაშენს შორის განლაგებულ საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად. 


სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან განაგრძობს მოლაპარაკებებს იმ სამი ქართველის გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც კონფლიქტის ზონაში 8 ივლისს დააკავეს.


50-მდე ქართველი სამშვიდობო, რომლებიც 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დააკავა, მეორე დღესვე გაათავისუფლეს. თუმცა, სამი მათგანი ჯერ კიდევ ცხინვალში იმყოფება.  

Back to top button