ახალი ამბები

ექსპერტთა განცხადებით, ჯვრის მონასტერში არსებული ქართული ფრესკა აღდგენას ექვემდებარება







შოთა რუსთაველის ფრესკა დაზიანების შემდეგ.
ფოტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ეკუთვნის
ისრაელელ ექსპერტთა განცხადებით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არსებული შოთა რუსთაველის დაზიანებული ფრესკის აღდგენა შესაძლებელია.


ინფორმაცია მე-13 საუკუნის ფრესკის დაზიანების თაობაზე 4 ივლისს გავრცელდა, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ნოტა გაუგზავნა UNESCO-ს და ასევე საბერძნეთისა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს. ამჟამად, ჯვრის მონასტერი საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კონტროლს ექვემდებარება.


“ესოშიეითიდ პრეს“-ის ცნობით, ექსპერტმა ისრაელიდან ჯონ ზელიგმანმა განაცხადა, რომ დაზიანებული ფრესკის აღდგენა ერთ თვეშია შესაძლებელი.


“ეს არ იქნება ძალიან რთული სამუშაო“, განაცხადა მან. “ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო დოკუმენტი და ფოტომასალა, რაც გამოგვადგება სამუშაოს დასაწყებად“, განაცხადა ჯონ ზელიგმანმა.    

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button